პაკისტანში აქციაზე აშშ-ის დროშა დაწვეს
პაკისტანში აქციაზე აშშ-ის დროშა დაწვეს

პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში ანტიამერიკული აქციები მეოთხე დღეა იმართება. აქციაზე ამერიკის შეერთებული შტატების დროშა დაწვეს. დემონსტრანტები აშშ-ის პრეზიდენტის შეურაცხმყოფელ სლოგანებს სკანდირებენ.

პაკისტანში ანტიამერიკული აქციები ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას მოჰყვა, რაც დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ კრიტიკულად შეაფასა. აშშ-ის პრეზიდენტმა დაწერა, რომ ბოლო 15 წელიწადში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პაკისტანის მთავრობას დახმარების სახით 33 მილიარდი დოლარი გადაურიცხა, რის სანაცვლოდაც აშშ-მ პაკისტანისგან მხოლოდ ტყუილი და სიცრუე მიიღო.

დონალდ ტრამპის განცხადებას ანტიამერიკული დემონსტრაციების გახშირება მოჰყვა. ამ აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ისლამური ფუნდამენტალისტური პარტიაა.