პაკისტანმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა
პაკისტანმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა

კორონავირუსის საფრთხის გამო, პაკისტანმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ასევე, პაკისტანის მთავრობის გადაწყვეტილებით, ირანის საზღვართან, კარავში 100-ადგილიანი საავადმყოფო მოეწყო, რათა აუცილებლობის შემთხვევაში, ვირუსით დაავადებული ადამიანები განათავსონ.

მანამდე ირანთან საზღვარი თურქეთმა ჩაკეტა.