პაკისტანმა ინდოეთის სამხედრო მფრინავი გაათავისუფლა. ფრთის მეთაური, აბჰინანდან ვარტამანი ინდოეთის ოფიციალურ პირებს პაკისტანის სასაზღვრო ზონაში გადასცეს. პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის განცხადებით, მფრინავის გათავისუფლება ინდოეთის მიმართ „მშვიდობის ჟესტი“ იყო. სამხედრო მფრინავი ინდოეთში, როგორც გმირი, ისე მიიღეს და მის პატივსაცემად დედაქალაქში ფოიერვერკებიც გაუშვეს.
გათავისუფლების შემდეგ, ინდოეთის სამხედრო მფრინავმა თქვა, რომ პაკისტანის არმიის წევრები კარგად ექცეოდნენ და პროფესიონალები არიან. პაკისტანის სამხედრო ავიაციამ ინდოეთის სამხედრო თვითმფრინავი ოფიციალური ისლამაბადის მიერ კონტროლირებულ ქაშმირის ნაწილში ჩამოაგდო. ინდოეთის ავიაცია ისლამისტური დაჯგუფება „ჯაიშ ე მოჰამადის“ წინააღმდეგ ატარებდა ოპერაციას. ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირის ნაწილში ჯარისკაცების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა, სწორედ აღნიშნულმა დაჯგუფებამ აიღო.