პაკისტანის ყოფილ პრეზიდენტ პერვეზ მუშარაფს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
პაკისტანის ყოფილ პრეზიდენტ პერვეზ მუშარაფს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. პაკისტანის ისტორიაში პირველად, სპეციალურმა მოსამართლეთა კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაშიც სამი მოსამართლე შედიოდა, ყოფილ პრეზიდენტს სასიკვდილო განაჩენი კონსტიტუციის დარღვევისთვის გამოუტანა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გავრცელებული ვერსიით, საქმე ეხება 2007 წელს მუშარაფის გადაწყვეტილებას, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მან უზენაესი სასამართლოს წევრთა დაკავების განკარგულება გასცა.
თავად პერვეზ მუშარაფი ქვეყნიდან გაქცეულია.