პაკისტანის ქალაქ კოჰატში ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანის აფეთქების შედეგად, 31 ადამიანი დაიღუპა, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „თალიბანთან“ დაკავშირებულმა ადგილობრივმა დაჯგუფებამ აიღო
პაკისტანის ქალაქ კოჰატში ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანა აფეთქდა, რამაც 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ავღანეთის საზღვართან, მეჩეთთან და პოლიციის შენობასთან ახლოს აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.
„მებრძოლთა თავდასხმის და თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად ამ დროისთვის, სულ მცირე, 31 ადამიანი, მათ შორის, 16 პოლიციელი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა“, – განაცხადა პოლიციის თანამშრომელმა.
ოფიციალური უწყება აღნიშნავს, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა ტერაქტი მაშინ მოაწყო, როდესაც მეჩეთში პოლიციელები, მათი ახლობლები და მშვიდობიანი მოსახლეობა ლოცულობნენ.
მედიის ცნობით, უსაფრთხოების სამსახურმა შეიარაღებულ მებრძოლებს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც, სულ მცირე, ორმა თავდასხმელმა ადგილზე შეღწევა სცადა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „თალიბანთან“ დაკავშირებულმა ადგილობრივმა დაჯგუფებამ აიღო.