პაკისტანის პრემიერი - აშშ-მა და ირანმა კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მემორანდუმის ტექსტის საბოლოო ვარიანტი შეათანხმეს, მშვიდობა არასდროს ყოფილა ისე ახლოს, როგორც ახლა
პაკისტანის პრემიერი - აშშ-მა და ირანმა კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მემორანდუმის ტექსტის საბოლოო ვარიანტი შეათანხმეს, მშვიდობა არასდროს ყოფილა ისე ახლოს, როგორც ახლა

აშშ-მა და ირანმა კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მემორანდუმის ტექსტის საბოლოო ვარიანტი შეათანხმეს. ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა განაცხადა.

მისივე თქმით, პაკისტანი ახლა მჭიდროდ თანამშრომლობს ორივე მხარესთან შემდგომი ნაბიჯების დასამტკიცებლად.

„ჭორების გვერდზე გადადებით, შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო, შეთანხმებული ტექსტი მზად არის. პაკისტანი ახლა მჭიდროდ თანამშრომლობს ორივე მხარესთან შემდგომი ნაბიჯების დასამტკიცებლად. მშვიდობა არასდროს ყოფილა ისე ახლოს, როგორც ახლა“,  – დაწერა შარიფმა სოციალურ ქსელ X-ში.