პაკისტანის პრემიერი აცხადებს, რომ ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა კონფლიქტის ზონაში, რამდენიმე ადგილას დაფიქსირდა
პაკისტანის პრემიერი აცხადებს, რომ ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა კონფლიქტის ზონაში, რამდენიმე ადგილას დაფიქსირდა

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევა „კონფლიქტის ზონაში რამდენიმე ადგილას“ დაფიქსირდა.

მისივე თქმით, შეთანხმების დარღვევა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესის სულისკვეთებას.

„გულწრფელად მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და პატივი სცენ ორკვირიან შეთანხმებას, რათა დიპლომატიამ შეძლოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ წამყვანი როლის შესრულება“, – წერს პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი, რომელიც ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებს შუამავლობს.