პაკისტანის პრემიერ-მინისტრს, იმრან ხანს „კოვიდ-19“-ზე ტესტს ჩაუტარებენ. როგორც „სიენენი“ იუწყება, იმრან ხანი შეხვდა ფილანტროპს, რომელსაც მოგვიანებით „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
როგორც პაკისტანის პრემიერის პირადი ექიმი აცხადებს, მას შემდეგ, რაც ტესტის პასუხი ცნობილი იქნება, გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები.
კოვიდ-19-ით ინფიცირებულია ცნობილი პაკისტანელი ფილანტროპი ფაისალ ედჰი, რომელიც პაკისტანის პრემიერ-მინისტრს ექვსი დღის წინ შეხვდა.