პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ირანის მოლაპარაკებების წინ მოქალაქეებს სთხოვა, ილოცონ მოლაპარაკებების წარმატებისთვის
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ირანის მოლაპარაკებების წინ მოქალაქეებს სთხოვა, ილოცონ მოლაპარაკებების წარმატებისთვის

აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა მოქალაქეებს სთხოვა, ილოცონ მოლაპარაკებების წარმატებისთვის.

„ეს გადამწყვეტი მომენტია, გთხოვთ, ილოცოთ, რომ მოლაპარაკებები წარმატებული იყოს, უამრავი სიცოცხლე გადარჩეს და მსოფლიომ მშვიდობა იხილოს“, – აღნიშნა შარიფმა.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ ხვალ ამერიკელი და ირანელი ლიდერები ისლამაბადში მოლაპარაკებებისთვის ჩავლენ.

„პაკისტანის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებული იყოს, მაქსიმალური ძალისხმევის გამოყენებით“, – აცხადებს შეჰბაზ შარიფი.

ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უკვე გაემგზავრა პაკისტანში.