პაკისტანის ჩრდილოეთით 12 სკოლას თავს დაესხნენ

20:15, 03.08.2018

პაკისტანის ჩრდილოეთით 12 სკოლას დაესხნენ თავს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათ შორის რვა ქალთა, ოთხი კი ვაჟთა სკოლაა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა სკოლის შენობები გადაწვეს.

დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდასხმის უკან „თალიბანთან“ დაკავშირებული დაჯგუფებები დგანან.

მსგავსი