პაკისტანი ინდოეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს შეამცირებს და ორმხრივ ვაჭრობას შეწყვეტს

17:55, 07.08.2019

პაკისტანის ხელისუფლება ინდოეთთან ორმხრივ შეთანხმებების გადახედვის ინიციატივითაც გამოდის.

ოფიციალური ისლამაბადი ინდოეთთან სადავო ქაშმირის რეგიონის საკითხის განხილვას გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გეგმავს. პარალელურად, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, იმრან ხანმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს სიფხიზლის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

ისლამაბადმა აღნიშნული გადაწყვეტილებები მას შემდეგ მიიღო, რაც ინდოეთმა მის მიერ ადმინისტრირებული ქაშმირის რეგიონის ნაწილისთვის სპეციალური სტატუსის გაუქმება გადაწყვიტა.

მსგავსი