PACE-ს პრეზიდენტი - დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძის დიდი გამოცდილება იქნება გადამწყვეტი აქტივი მნიშვნელოვანი ამოცანების შესასრულებლად
PACE-ს პრეზიდენტი - დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძის დიდი გამოცდილება იქნება გადამწყვეტი აქტივი მნიშვნელოვანი ამოცანების შესასრულებლად

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, როცა შევიტყვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე თქვენი დანიშვნის შესახებ. მინდა, გულითადად მოგილოცოთ ეს თანამდებობა. ევროპული მულტილატერალიზმისა და საერთო სამართლებრივი წესრიგის საფრთხეები ტვირთად დააწვა ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოს. ახლა უფრო მნიშვნელოვანია, საერთო გამოწვევებისა და ღირებულებების ირგვლივ გავერთიანდეთ. დარწმუნებული ვარ, თქვენი დიდი გამოცდილება, რომელიც დააგროვეთ 2020 წლიდან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, როგორც ეროვნული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა და როგორც ვალდებულებების შესრულების კომიტეტის წევრმა, იქნება გადამწყვეტი აქტივი თქვენ წინაშე არსებული მნიშვნელოვანი ამოცანების შესასრულებლად. გისურვებთ წარმატებებს მომავალი გამოწვევების წინაშე“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.