პაატა სალიამ აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრთან, ფარიდ აჰმედოვთან შეხვედრა გამართა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ აზერბაიჯანის კონსტიტუციის მიღების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრთან, ფარიდ აჰმედოვთან შეხვედრა გამართა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის იუსტიციის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები.
მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა სამართლებრივი ურთიერთდახმარების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებებზე.
„პაატა სალიამ აზერბაიჯანელ კოლეგას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო და მოიწვია გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე, რომელსაც 2026 წლის ივნისში საქართველო მასპინძლობს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე მზაობა გამოთქვეს“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პაატა სალიამ, კონფერენციის მონაწილეებთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას პატივი მიაგო.