პაატა მანჯგალაძე - ყველა აქციის მოთხოვნა იყო „თავისუფლება მიშას“, თუ იქნება სასამართლო რეფორმის, შერიგების საკითხები, აქციაზე მისვლის მეტი მოტივაცია მექნება, ახლა იმდენი მოტივაცია არ მაქვს
პაატა მანჯგალაძე - ყველა აქციის მოთხოვნა იყო „თავისუფლება მიშას“, თუ იქნება სასამართლო რეფორმის, შერიგების საკითხები, აქციაზე მისვლის მეტი მოტივაცია მექნება, ახლა იმდენი მოტივაცია არ მაქვს

ოპოზიციონერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს მიაჩნია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დააკონკრეტოს ხვალ დაგეგმილი აქციის შინაარსი და მიზანი.

როგორც ჟურნალისტებს მანჯგალაძემ განუცხადა, ამ დროისთვის არ აქვს მოტივაცია, აქციაზე მივიდეს.

„მთავარია, საპროტესტო აქციის შინაარსი და მიზნები. როგორც კი ორგანიზატორები ისაუბრებენ უფრო მეტს აქციის შინაარსსა და მიზნებზე, ამის შემდეგ გადავწყვეტ, ამ პროცესში მივიღებთ თუ არა მონაწილეობას. როგორც ვიცი, აქციაზე პარტიული დროშებით მისვლას და ფრიალს არავინ გვთხოვს, გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მივიღებთ, შევუერთდეთ თუ არა. ერთია, მიტინგზე გახმოვანებული საკითხები და მეორეა, ორგანიზატორი როგორ ხედავს პროცესს. „თავისუფლება მიშას“ – ყველა აქციის მოთხოვნა იყო, მაგრამ თუ კიდევ იქნება ის საკითხები, რომელიც უკავშირდება სასამართლო რეფორმას, შერიგებას, მაშინ უფრო მეტი მოტივაცია მექნება, აქციაზე მივიდე. ახლა იმდენი მოტივაცია არ მაქვს, მივიდე. დაბადების დღეზე აქციის გამართვა, ვერ ვფიქრობ, რომ საუკეთესო გამოსავალია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.