პაატა მანჯგალაძე - ვერ ვხვდები, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე  განცხადებები ხელახლა რატომ უნდა დავწეროთ, რა არის ამ ფურცლომანიის არსი
პაატა მანჯგალაძე - ვერ ვხვდები, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადებები ხელახლა რატომ უნდა დავწეროთ, რა არის ამ ფურცლომანიის არსი

ჩვენს განცხადებებს, რომლებიც დაწერილია, იურიდიული ძალა არ დაუკარგავს და „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, ნებისმიერ დროს განიხილოს. ვერ ვხვდები, საერთოდ ამ ფურცლომანიის არსი რა არის და რატომ უნდა დავწეროთ ხელახლა განცხადებები, – ამის შესახებ  „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უმჯობესია, იმაზე იზრუნონ, რომ 15 მაისისთვის დაანონსებული აქციისთვის რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეკრიბონ.

„ჩემი პირადი შეფასებაა, რომ სჯობს, დავკავდეთ იმ თემებით, რომ 15 მაისის აქციისთვის რაც შეიძლება მეტი ადამიანი შევკრიბოთ და გავიდეთ მოსახლეობასთან, და არა რაღაც პიარაქციები ჩავატაროთ. რა ვქნათ ახლა, უფრო მტკიცედ მოვითხოვოთ გაუქმება, თუ რა გავაკეთოთ? საპარლამენტო უმრავლესობა კი, როგორც საჭიროდ ჩათვლის, ისე უნდა მოიქცეს. მე არც თხოვნას დავიწყებ, რომ არ შემიწყვიტონ უფლებამოსილება და არც უკვე დაწერილი განცხადების თავიდან დაწერას ვაპირებ, რათა უფრო მტკიცედ მოვითხოვო მანდატის შეწყვეტა. მგონია, მოლაპარაკება სჭირდება ქვეყანას და თუ მანდატის შეწყვეტა ამას არ წაადგება, მაშინ არ უნდა დავწეროთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.