პაატა მანჯგალაძე - ველოდები, რომ მაქსიმალურ დისტანცირებას მოვახდენთ ვიწროპარტიული ინტერესებისგან და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც სჭირდება საქართველოს
პაატა მანჯგალაძე - ველოდები, რომ მაქსიმალურ დისტანცირებას მოვახდენთ ვიწროპარტიული ინტერესებისგან და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც სჭირდება საქართველოს

ჩვენ წითელ ხაზებზე არასდროს ვსაუბრობთ, მოლაპარაკებების წინ ამის დაფიქსირება არასწორი მგონია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლოდინი აქვს, რომ მოხდება ვიწროპარტიული ინტერესებისგან დისტანცირება და მხარეებს შორის შეთანხმება შედგება.

„შექმნილმა ვითარებამ და რაუნდებმა აჩვენა, რომ თუ ნაბიჯები არ გადავდგით ერთმანეთისკენ და ყველა თავის პოზიციაზე ჩაიციკლა, ამით საქართველო მოგებული არ დარჩება. ველოდები, რომ ხვალ მაქსიმალურ დისტანცირებას მოვახდენთ ვიწროპარტიული, კერძო ინტერესებისგან და ყველა ერთად მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სჭირდება საქართველოს. თუ არსებული მოცემულობა არ შეიცვალა, შეთანხმება ვერ შედგება. მედიატორმა, რა თქმა უნდა, უნდა დააფიქსიროს პოზიცია, მე ასე მგონია და რომელი მხარეც არ დაუჭერს მხარს ევროპულ პოზიციას, ის იქნება ჩამშლელი. ჩვენ წითელ ხაზებზე არასდროს ვსაუბრობთ, მოლაპარაკებების წინ ამის დაფიქსირება არასწორი მგონია. გამოჩნდება, ვინ არის პრინციპული, ვინ ხედავს ამ ყველაფერს სახელმწიფოებრივად და ვინ ვიწროპარტიულად“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დილიდან დაიწყებს.