პაატა მანჯგალაძე - ტელეფონი არ აქვთ, ვერ თანხმდებიან კონკრეტულ თარიღზე, თუ რას ემსახურება „ნაციონალური მოძრაობიდან“ ასე ნაწილ-ნაწილ წასვლა, ვერ ვიგებ
პაატა მანჯგალაძე - ტელეფონი არ აქვთ, ვერ თანხმდებიან კონკრეტულ თარიღზე, თუ რას ემსახურება „ნაციონალური მოძრაობიდან“ ასე ნაწილ-ნაწილ წასვლა, ვერ ვიგებ

წარმატებებს ვუსურვებ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულ ადამიანებს. თუ საერთო ბრძოლაში არ იქნებიან, მაშინ თამაშგარეში ყოფნა მოუწევთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია, რას ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილ-ნაწილ წასვლა პარტიიდან.

„მართლა ვერ ვიგებ, ეს ნაწილ-ნაწილ წასვლები რას ემსახურება და ამას რა ამოცანა აქვს. ერთმანეთთან კონტაქტი არ აქვთ, ტელეფონი არ აქვთ, ვერ თანხმდებიან კონკრეტულ თარიღზე თუ რას ემსახურება ასე ნაწილ-ნაწილ წასვლა? ზოგი თურმე პარტიიდან მესამეჯერ მიდის. არ ვიცი, ეს ვიცი, რომ ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება – ძალიან მომწონს, კარგიაო და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, უკეთესიაო. კობახიძის ნათქვამის მიხედვით არ იმოქმედონ, შეთანხმდნენ და წავიდნენ. მათ სხვა ლიდერი ჰყავთ და სხვა გეგმა აქვთ. წარმატებებს ვუსურვებ ამ ადამიანებს. თუ ამ საერთო ბრძოლაში არ იქნებიან, მაშინ თამაშგარეში ყოფნა მოუწევთ. მე ვიცნობ ამ ადამიანებს, ბევრ ადამიანთან ერთად წლების განმავლობაში აქციებზე ვყოფილვარ, სულერთი არ არის და არაფერი ხდება, ამას ვერ ვიტყვი. მაგრამ ის, რომ ქვეყანა დაინგრევა და „ნაციონალურ მოძრაობას“ პრობლემა შეექმნება, ეს ნამდვილად სიმართლე არ არის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.