პაატა მანჯგალაძე - თავისუფალ არჩევანს ვაფასებ, შესაბამისად, რასაც პრეზიდენტი საჭიროდ ჩათვლის, ის უნდა გააკეთოს
თავისუფალ არჩევანს ვაფასებ და შესაბამისად, გეტყვით, რომ რასაც პრეზიდენტი საჭიროდ ჩათვლის, ის უნდა გააკეთოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გარდა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ყველა ძალასთან ითანამშრომლებს, მათ შორის პრეზიდენტთანაც.
„ჯერ კიდევ სამი თვის წინ ვსაუბრობდი, რომ მის ქმედებებში სურვილს ვხედავ, რომ მხოლოდ ევროპელი პენსიონერი არ იყოს და უფრო ღრმად შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში, რაც კარგია და ამას მხოლოდ მივესალმები. მასთან ვითანამშრომლებთ თუ არა? – კი. ყველა ძალასთან ვითანამშრომლებთ „ქართული ოცნების“ გარდა, ვინც ხუთ პროცენტიან ბარიერს გადმოლახავს. თავად პრეზიდენტი არ საუბრობს, ვისთან ერთად აპირებს მუშაობას და არც ის ხალხი საუბრობს, ვისაც უნდა, რომ პრეზიდენტი მათთან იყოს. მას მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.