პაატა მანჯგალაძე - სოსო თოფურიძე თურმე დაკავებულია ოპოზიციის მიერ 200 ათასი ლარის ხარჯვით და ხმას არ იღებს იმ კორუფციაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს
პაატა მანჯგალაძე - სოსო თოფურიძე თურმე დაკავებულია ოპოზიციის მიერ 200 ათასი ლარის ხარჯვით და ხმას არ იღებს იმ კორუფციაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს

გაკვირვებული ვარ, მეგონა ეს ადამიანი წავიდა მონასტერში და ცოდვებს ინანიებდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ სოსო თორურიძეზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სოსო თოფურიძის განცხადებით გაკვირვებულია.

„ეს განცხადება თუ ნამდვილად გააკეთა და ფეიკი არ არის, გაკვირვებული ვარ. თურმე, ეს ადამიანი დაკავებულია ოპოზიციის მიერ 200 ათასი ლარის ხარჯვით და ხმას არ იღებს იმ კორუფციაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, რომ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 95 მილიონი მოხსნეს სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე. ამაზე არ საუბრობს და ლაპარაკობს თურმე რაღაც თანხაზე. გაკვირვებული ვარ, მეგონა ეს ადამიანი წავიდა მონასტერში და ცოდვებს ინანიებდა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო თოფურიძე სოციალურ ქსელში დაწერა: „ხელისუფლებაზე რაღა უნდა ვთქვა, ოპოზიციამ ხალხის ხარჯზე მოიწყო ცხოვრება, სად იყავით ოპოზიციის წევრები, ნიკა მელია ასეთ მაღალ ანაზღაურებას რომ ინიშნავდა“.