პაატა მანჯგალაძე – საქართველოს სახელით უკრაინაში ჩასვლა ნიშნავს მმართველი გუნდის მონაწილეობასაც, იმედია, „ქართული ოცნება“ სწორ არჩევანზე უარს არ იტყვის

12:05, 12.04.2022

ჩვენ უკრაინაში უკრაინელების სამძიმრის გამოსაცხადებლად და სოლიდარობის გამოსახატად მივდივართ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობა იქნება თუ არა დელეგაციაში, ოპოზიცია მაინც წავა უკრაინაში.

„საპარლამენტო დელეგაციაში უმრავლესობაც უნდა იყოს. უმრავლესობა იქნება თუ არა დელეგაციაში ჩვენ, ოპოზიცია მაინც წავალთ. ჩვენ უკრაინაში უკრაინელების სამძიმრის გამოსაცხადებლად და სოლიდარობის გამოსახატად მივდივართ. აქ საპარლამენტო დელეგაცია უნდა იყოს საქართველოს სახელით და არ ოპოზიციის სახელით. საქართველოს სახელით კი ნიშნავს დელეგაციაში მმართველი გუნდის მონაწილეობასაც. იმედია, ამ ლოგიკურ და სწორ არჩევანზე „ქართული ოცნება“ უარს არ იტყვის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი