პაატა მანჯგალაძე - საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება დემოკრატიასა და პოლიტიკურ მრავალფეროვნებას, „ქართული ოცნების“ პოზიცია რეალობას აცდენილია
პაატა მანჯგალაძე - საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება დემოკრატიასა და პოლიტიკურ მრავალფეროვნებას, „ქართული ოცნების“ პოზიცია რეალობას აცდენილია

საკონსტიტუციო ცვლილებებზე „ქართული ოცნების“ პოზიცია რეალობას და შეთანხმებებს აცდენილია. მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას იღებს იმ მოტივაციით, თუ როგორ შეინარჩუნონ ძალაუფლება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არაადეკვატურია განცხადება, თითქოს, ოპოზიციას საჩუქარს უკეთებენ.

„ასეთ ბოძებებს მე-19 საუკუნეში მონარქები აკეთებდნენ, ირაკლი კობახიძის საბოძებელი კი საქართველოსა და მის მოსახლეობას არაფერი სჭირს. საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება დემოკრატიასა და პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. თუ ამ შეთანხმებას არ შეასრულებს „ქართული ოცნება“, დაფიქრება მოგვიწევს, რაზე შეიძლება საერთოდ მათთან საუბარი. მანდატი და პულტზე ხელის დაჭერა არავის უხარია, როგორც კი შევხედავთ, რომ აზრი არ აქვს პარლამენტში ყოფნას და ჩვენი პარლამენტში ყოფნა არ ემსახურება დემოკრატიისა და ქვეყანაში ცვლილებების ინტერესს, არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს, რომ პარლამენტი დავტოვო“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

დატოვე კომენტარი