პაატა მანჯგალაძე – საკონსტიტუციო ცვლილება არ არის მიღებული და უცებ, მანდატები გადავყაროთ ქუჩაში, შემდეგ ტალახში ვიგოროთ, გამოსავალი არ მგონია

12:07, 17.05.2022

ქართულ პოლიტიკაში გააზრებულ გადაწყვეტილებებს ძალიან ჭარბობს ემოციური გადაწყვეტილებების მიღება და ბევრი ასეთი გაუაზრებელი გადაწყვეტილება ვნახეთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, პარლამენტის, მანდატისა და 3000-ლარიანი ხელფასის ხამი არავინ არის, თუ ეს პროცესი იქნება კომპლექსური ნაბიჯების ერთობლიობა, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს, რომ ვადაზე ადრე გადადგეს და ვადამდელი არჩევნები დავნიშნოთ.

„მაშინ, როცა საკონსტიტუციო ცვლილება არ არის მიღებული, უცებ, მანდატები გადავყაროთ ქუჩაში და შემდეგ ტალახში ვიგოროთ, გამოსავალი არ მგონია. ეს პროცესი გააზრებული უნდა იყოს თავისი მწყობრი ნაბიჯებით. ის ხალხი კეკლუცს უნდა მოეშვას, რომ თავად მაგარი ბიჭია – მანდატი გადააგდო და შემდეგ რას აკეთებს? იმაზე მეტს რას აკეთებს, ვიდრე ჩვენ? „ქართულ ოცნებას“ ყოველ დღე ვამხელთ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი