პაატა მანჯგალაძე - სახეზეა, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების ინტერესს პოლიტიკური ანგარიშსწორების ინტერესი უსწრებს
პაატა მანჯგალაძე - სახეზეა, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების ინტერესს პოლიტიკური ანგარიშსწორების ინტერესი უსწრებს

მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდებები საფუძვლიანიც რომ იყოს, ვიდრე ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, ყველა ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებული იქნება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისვე თქმით, სახეზეა, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების ინტერესს პოლიტიკური ანგარიშსწორების ინტერესი უსწრებს.

„ქვეყანაში მართლმსაჯულების ინტერესს პოლიტიკური ანგარიშსწორების ინტერესი უსწრებს, ეს სახეზეა. ამ მიმართულებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადება ვიცით, რომ თუ ოპოზიცია ჭკუით არ იქნებოდა, სასამართლოსთან რიგებს დააყენებდნენ. არ გამოვრიცხავ, რომ რაიმე შეცდომა არსებობდეს, მაგრამ ეს უნდა დაადასტუროს არა თადუმაძის სასამართლომ, რომელიც ჯერ ივანიშვილის ადვოკატი იყო, შემდეგ პროკურორი და შემდეგ მოსამართლე გახდა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.