პაატა მანჯგალაძე - როდესაც რუსული აგრესიის საფრთხე რეალურია, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებენ, რაც წარმოუდგენელია
პაატა მანჯგალაძე - როდესაც რუსული აგრესიის საფრთხე რეალურია, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებენ, რაც წარმოუდგენელია

როცა რუსული აგრესიის საფრთხე არის რეალური, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს, რაც წარმოუდგენელია, ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური.

„ქართული ოცნება“ ცდილობს, პრეზიდენტი შიდა პატიმრობაში ამყოფოს, რადგან მისი ხედვები მათ შეხედულებებს ასცდა. მთავარი საკითხი უნდა იყოს ევროინტეგრაციის მიმართულებით ერთიანი, ეროვნული პოზიციების დაფიქსირება. „ქართულ ოცნებას“ გამყოფი პოლიტიკური თემები შემოაქვს, რაც დამაზიანებელია. ამას აკეთებენ მიზანმიმართულად, თუ პრიმიტიული დღის წესრიგისთვის? – როცა რუსული აგრესიის საფრთხე არის რეალური, ახლა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებენ, რაც წარმოუდგენელია. ომის პირობებში ვართ და წარმოუდგენელია, ეს ყველაფერი. სალომე ზურაბიშვილი არ მომწონს, მაგრამ როგორც ინსტიტუციას პატივს ვცემ და ახლა ამ ყველაფერის გარჩევის დრო არ არის“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.