პაატა მანჯგალაძე - „ქართულმა ოცნებამ“ თუ მოიწყინა და მოეწონა აქციები, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ გლდანში, მაგრამ თუ სიმშვიდე სურთ, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევა
პაატა მანჯგალაძე - „ქართულმა ოცნებამ“ თუ მოიწყინა და მოეწონა აქციები, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ გლდანში, მაგრამ თუ სიმშვიდე სურთ, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევა

„ქართულმა ოცნებამ“ თუ მოიწყინა და მოეწონა აქციები, მაშინ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ გლდანში, მაგრამ თუ უნდათ სიმშვიდე, ქვეყნის სტაბილური განვითარება, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევა, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს რეაბილიტაციის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

„ვფიქრობ, დამშვიდდა, დაწყნარდა ყველაფერი. „ქართულმა ოცნებამ“ თუ მოიწყინა და თუ მოეწონა აქციები, მაშინ კი ბატონო, გადაიყვანონ გლდანში, მაგრამ თუ უნდათ სიმშვიდე, ქვეყნის სტაბილური განვითარება, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევა.

ვფიქრობ, რომ მესამე პრეზიდენტს ესაჭიროება, როგორც ექიმები ამბობენ, სრული რეაბილიტაცია და ამ რეაბილიტაციის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს მას. ეს არის ქვეყნის ღირსების საკითხი და ასევე ღირსების საკითხი უნდა იყოს „ქართული ოცნებისთვის“, ისე არ უნდა მოიქცნენ, როგორც არ ისურვებდნენ, რომ მათ მოქცეოდნენ. მგონი, მარტივი სტანდარტია ცხოვრების და ამას ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.