პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნებისგან“ ე.წ. ოთხეული არ არის გამიჯნული, თუ ამას ქვეყნის ინტერესების დაზიანების ხარჯზე გააკეთებენ, კითხვა გამიჩნდება, ხომ არიან გავლენის აგენტები
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნებისგან“ ე.წ. ოთხეული არ არის გამიჯნული, თუ ამას ქვეყნის ინტერესების დაზიანების ხარჯზე გააკეთებენ, კითხვა გამიჩნდება, ხომ არიან გავლენის აგენტები

„ქართული ოცნება“ მავნებლობას არ ეშვება, ეს ოთხეული მუშაობს პრორუსული ამომრჩევლის მობილიზებაზე „ქართული ოცნებისთვის“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხს „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას განუცხადა.

მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნებიდან“ წასული ოთხეული მმართველი პარტიისგან გამიჯნული არ არის.

„ქართული ოცნება“ მავნებლობას არ ეშვება, ეს ოთხეული მუშაობს პრორუსული ამომრჩევლის მობილიზებაზე „ქართული ოცნებისთვის“, რადგან იციან, რომ მათ პროდასავლური ამომრჩეველი დატოვეს. ისინი არ არიან გამიჯნული და მათ საქმეს აკეთებენ. თუ ამას ქვეყნის ინტერესების დაზიანების ხარჯზე გააკეთებენ, კითხვა გამიჩნდება – ეს ოთხეული ხომ არიან გავლენის აგენტები, ან რუსეთთან კონტაქტში მყოფ პირთან ალიანსში. თურმე, ყველა ცუდია ჩვენთვის, მხოლოდ რუსეთია კარგი. თუ ასე გააგრძელეს, დასაბუთებული ვარაუდი გამიჩნდება, თავად ხომ არ არიან გავლენის აგენტები ვიღაცის ხელში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, გურამ მაჭარაშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა განცხადება დღეს გაავრცელეს.