პაატა მანჯგალაძე -„ქართული ოცნების“ შეთავაზებები ისე აცდენილი იყო რეალობას, მედიატორებმა განსახილველად ვერც კი მოიტანეს
პაატა მანჯგალაძე -„ქართული ოცნების“ შეთავაზებები ისე აცდენილი იყო რეალობას, მედიატორებმა განსახილველად ვერც კი მოიტანეს

„ქართული ოცნების“ შეთავაზებები ისე აცდენილი იყო რეალობას, მედიატორებმა განსახილველად ვერც კი მოიტანეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელისუფლებაზე ზეწოლა გაძლიერდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

„ქართული ოცნება“ ძალაუფლებას თავისი ნებით, ლანგარზე დადებულს არ დათმობს. უნდა იყოს და იქნება კიდეც სანქციები დასავლეთიდან და ასევე უნდა იყოს სერიოზული პროტესტი ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წნეხი გაძლიერდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. „ქართული ოცნება“ ცდილობს, დიდხანს გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა. ქვეყნისთვის და ხალხისთვის სწორი იქნებოდა კომპრომისი და ხელისუფლების პარლამენტის გზით შეცვლა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ცვლილება ვერ ხდება პარლამენტის გზით, მაშინ ცვლილება ხდება ქუჩიდან და ამას აკეთებს ადამიანები.

კომპრომისების საზღვრებს ადგენდნენ მედიატორები. ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილე პირებმა დაადასტურეს, რომ „ქართული ოცნების“ შეთავაზებები ისე აცდენილი იყო რეალობას, მედიატორებმა განსახილველად ვერც კი მოიტანეს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვიყავით და ვართ გონიერი კომპრომისებისთვის, რომელიც შეეხებოდა ვადამდელი არჩევნების თარიღს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.