პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ მხრიდან ევროპარლამენტარებისთვის მითითება კანონის უზენაესობასა და სასამართლოს თავისუფლებაზე მხოლოდ ფარისევლობაა
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ მხრიდან ევროპარლამენტარებისთვის მითითება კანონის უზენაესობასა და სასამართლოს თავისუფლებაზე მხოლოდ ფარისევლობაა

„ქართული ოცნების“ მხრიდან ევროპარლამენტარების მიმართ მითითება კანონის უზენაესობასა და სასამართლოს თავისუფლებაზე მხოლოდ ფარისევლობაა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარები მხედველობაში იღებენ ფაქტს, რომ საქართველოში მართლმსაჯულების ინტერესს წინ უსწრებს პოლიტიკური ინტერესი.

„მათი განცხადებაც სწორედ აქედან არის ნაკარნახევი. რა თქმა უნდა, მთავარია კანონის უზენაესობა და სახელმწიფო სუვერენიტეტი, მაგრამ როცა მართლმსაჯულების ინტერესზე წინ პოლიტიკური ინტერესი დგას, ევროპარლამენტარები მიგვითითებენ, რომ ეს არ არის ევროპული გზა, არამედ ბელორუსისა და რუსეთის გზაა. „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას გეგმავს, მაგრამ რაც დრო გადის და 2024 წელს უფრო ვუახლოვდებით, ისინი თავის განცხადებებით ჟირინოვსკისა და რუსი პოლიტიკოსების განცხადებებს უფრო უახლოვდებიან“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.