პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ ცდილობს, სანქცირების მექანიზმი გამოიყენოს, როგორც სადამსჯელო მექანიზმი
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ ცდილობს, სანქცირების მექანიზმი გამოიყენოს, როგორც სადამსჯელო მექანიზმი

პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას აქვს მკაცრად კრიტიკული დასკვნა, რომ ის არ არის პროპორციული და არ შეესაბამება იმ მიზნებს, რისთვისაც დაფინანსება ეძლევა პარტიებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პარტიების დაფინანსების საკითხზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება სადამსჯელო მექანიზმია.

„ჩვენ ვიცით, რომ, ის პარტიებიც კი იღებდნენ დაფინანსებას სახელმწიფოსგან, რომლებსაც პარლამენტში საერთოდ არ ჰყავდა წარმომადგენელი, ეს იყო პარტიული სტრუქტურების გაძლიერებისთვის საქართველოში და საერთოდ არ უკავშირდებოდა პარლამენტი ჰყავდა თუ არა კონკრეტული წარმომადგენელი კონკრეტულ პარტიას. ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს, სანქცირების მექანიზმი გამოიყენოს, როგორც სადამსჯელო მექანიზმი. დაფინანსების შეწყვეტა თუ პარტია სხვადასხვა მიზეზით არ მონაწილეობს საპარლამენტო საქმიანობაში, გაუმართლებელია. თუ ვინმე არასაპატიო მიზეზით არ დადის პარლამენტში, ისედაც არსებობს რეგლამენტით რეგულაციები, რომლითაც შეიძლება გარკვეული სანქციების დაწესება პარლამენტის ცალკეულ წევრებზე“, – განაცხადა მანჯგალაძემ.