პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ დაასრულა სასამართლო რეფორმა და სრული უფლება აქვს, დანიშნოს მოსამართლეები უვადოდ, რაც არის თვალებში ნაცრის შეყრა
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ დაასრულა სასამართლო რეფორმა და სრული უფლება აქვს, დანიშნოს მოსამართლეები უვადოდ, რაც არის თვალებში ნაცრის შეყრა

ოპოზიციონერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ოპოზიცია მოსამართლეების დანიშვნის პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან „ქართული ოცნება“ პირობას არ ასრულებს.

როგორც დეპუტატი აცხადებს, „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ მან სასამართლო რეფორმა დაასრულა, თვალებში ნაცრის შეყრაა.

„ამერიკის ელჩმა ყვითლად გაუხაზა „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომ აუცილებელი იყო რეფორმის განხორციელება და შემდეგ რეფორმის მიხედვით მოსამართლეების დანიშვნა. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მან დაასრულა სასამართლო რეფორმა და სრული უფლება აქვს, დანიშნოს მოსამართლეები უვადოდ, რაც არის თვალებში ნაცრის შეყრა და ბუნებრივია, ამ პროცესში ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.