პაატა მანჯგალაძე - პრინციპული ცვლილებები განხორციელდა საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, ახლა მთავარია, კანონპროექტი სამივე მოსმენით მივიღოთ
პაატა მანჯგალაძე - პრინციპული ცვლილებები განხორციელდა საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, ახლა მთავარია, კანონპროექტი სამივე მოსმენით მივიღოთ

„სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო ცვლილებებს მხარს უჭერს.

როგორც პარტიის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, მათი შენიშვნების უმრავლესობა ცვლილებათა პაკეტში გათვალისწინებულია, დანარჩენის გამოსწორების იმედი კი, მეორე მოსმენით განხილვებზე აქვს.

„სტრატეგია აღმაშენებელს“ ჰქონდა 20-ზე მეტი შენიშვნა, აქედან 17 არის გაზიარებული. გაზიარებული არ არის და დროს ელოდებიან მეორე მოსმენის წინ დასაზუსტებლად. არის ლაპარაკი, რომ არჩევნები ჩატარდეს მხოლოდ ID-ბარათებითა და პასპორტებით, რადგან ბიომეტრიული მონაცემები არ არის ძველი პირადობის მოწმობებზე და გაჭირდება ტექნოლოგიების იდენტიფიცირება. ამიტომ, ეს მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის, გვინდა რომ გაიზიარონ. მართლაც პრინციპული ცვლილებები განხორციელდა რეფორმის ფარგლებში, მთავარია, ახლა სამივე მოსმენით მივიღოთ.

პირველი საკითხია, რომ სახის ამომცნობი პროგრამა იქნება და გამორიცხავს რამდენჯერმე ერთი ადამიანისგან ხმის მიცემას, მეორე – შტრიხკოდიანი ბიულეტენები, რომელიც „კარუსელს“ გამორიცხავს და მესამე – ხმების დათვლა მოხდება მაღალი რეზოლუციის კამერების წინ და ზუსტად გვეცოდინება, ვინ რამდენი ხმა აიღო და ოქმებში მანიპულაცია იქნება გამორიცხული. ასევე, ჩაიდო ძალიან კარგი ჩანაწერი, რომ ოქმში ახსნა-განმარტებები, ცვლილებები ვერ შევა, ყველა ცვლილება, რომელიც უნდა შევიდეს შემაჯამებელ ოქმში, იქნება გადათვლის საფუძველზე, ფაქტობრივი მონაცემების მიხედვით. კიდევ კარგი ცვლილება, რომ გადაითვლება უბნების მინიმუმ 10%, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რაც საქართველოს მაშტაბით იქნება სამასზე მეტი უბანი, ესეც მნიშვნელოვანია, რომ გამოვლინდეს ხარვეზები, თუ რამე იქნება უბნებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მივიღეთ პირობა, რომ ჩვენ მიერ გამოთქმული შენიშვნებს მეორე მოსმენის წინ დავაზუსტებთ. შეიძლებოდა, მეტის მიღწევა, რომ ყოფილიყო ნება, მაგრამ კომპრომისიდან გამომდინარე, რომ „ქართული ოცნება„ მაინც არ თმობს ბოლომდე ყველაფერს, ცოტა დაზიანებულია შემოთავაზებული ცვლილება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.