პაატა მანჯგალაძე - პარტია ემზადება არჩევნებისთვის, რეგიონული ოფისები გახსნილია, უცხოური პიარკომპანია გვყავს, მადლობა ხაბეიშვილს ამ ყველაფრისთვის
პაატა მანჯგალაძე - პარტია ემზადება არჩევნებისთვის, რეგიონული ოფისები გახსნილია, უცხოური პიარკომპანია გვყავს, მადლობა ხაბეიშვილს ამ ყველაფრისთვის

რეგიონული ოფისები გახსნილია, არსებობს საარჩევნო სტრატეგია, პარტია ემზადება არჩევნებისთვის, მადლობა ხაბეიშვილს ამისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მედიის წარმომადგენლებმა მანჯგალაძეს სთხოვეს, შეეფასებინა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის ერთწლიანი საქმიანობა.

„ლევან ხაბეიშვილი ალბათ თვითონ შეაჯამებს ან გიპასუხებთ. ჩვენ ვართ კოალიციაში, რეგიონული ოფისები გახსნილია, არსებობს საარჩევნო სტრატეგია, ადამიანებთან კომუნიკაცია, ველზე გასული არიან პარტიის ადგილობრივი ლიდერები, საუკეთესო უცხოური პიარკომპანია გვყავს, რომელიც მუშაობს კამპანიაზე. პარტია ემზადება არჩევნებისთვის. მადლობა ხაბეიშვილს ამისთვის და მადლობა ჩვენს პარტნიორებს ამ ყველაფრისთვის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.