პაატა მანჯგალაძე - პარლამენტში თუ არ შევალთ, საარჩევნო ადმინისტრაციებს „ქართული ოცნება“ და „მოქალაქეები“ დააკომპლექტებენ, რაც სასაცილოა
პაატა მანჯგალაძე - პარლამენტში თუ არ შევალთ, საარჩევნო ადმინისტრაციებს „ქართული ოცნება“ და „მოქალაქეები“ დააკომპლექტებენ, რაც სასაცილოა

არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისა და გონივრული კომპრომისებისთვის, თუ ესეთი პოლიტიკური ნება აქვს ხელისუფლებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მანდატი და პარლამენტში შესვლა, არამედ იმისთვის, რომ შეთანხმება სჭირდება ქვეყანას, რათა ეს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არის და რომელიც გადამდებია (ედება ეკონომიკას, სოციალურ საკითხებს, ყველა საკითხს), რაც შეიძლება მალე აღმოვფხვრათ, – „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებული მთავრობა სჭირდება.

„ქვეყანას სჭირდება პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებული მთავრობა, აი, ამ მიზანს ემსახურება ჩვენი მოწოდება, როცა ვამბობთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის. საღი აზრის ლოგიკა მკარნახობს, რომ სხვა არჩევანი „ქართულ ოცნებას“ გარდა ოპოზიციასთან მოლაპარაკების და დიალოგისა, არ აქვს. მაგრამ როცა საუბარი გვაქვს „ქართულ ოცნებასთან“, აქ მგონი საღი აზრის ლოგიკა მთლად სასარგებლო არ არის. ამ ეტაპზე, ჩვენი გეგმა არის რეგიონებში გასვლა, შეხვედრა მხარდამჭერებთან და იმ რეალობის ახსნა, რამ მიგვიყვანა აქამდე და რაშია გამოსავალი. მეტი კომუნიკაცია ადამიანებთან, მეტი ადამიანებზე ფიქრი და არა ყოველდღიური კონკლაობა.

„სტრატეგია აღმაშენებელს“ პირდაპირ გეტყვით, ერთი სული გვაქვს, როდის ვიქნებით იდეებისა და საქმის კეთების კონკურენციაში“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 20-მდე ოპოზიციის წარმომადგენელს პარლამენტში შესვლა სურს, ამასთან დაკავშირებით მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ ის ამ რაოდენობაში „სტრატეგია აღმაშენებელს“ ვერ ივარაუდებდა, ვინაიდან ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მისი პარტიის პოზიცია სხვაზე არანაკლებ პრინციპულია.

„ძნელია ვივარაუდოთ, ვერ იგულისხმებდა, რადგან ჩვენ თუ ხელებს არ ვიქნევთ და კბილების ღრჭენით არ ვლაპარაკობთ, იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავაშირებით იმაზე ნაკლებ პრინციპულია, ვიდრე სხვა პარტიების. ჩვენ ვართ კონსტრუქციულები, მაგრამ პრონციპულები ამ საკითხში.

55 ადამიანიდან ვინ 20-ია, ვისაც შესვლა უნდა და ეშინია, ნამდვილად ვერ გეტყვით. მემორანდუმზე სხვა რეალობა, სხვა მოცემულობა, ხოლო მეოთხე რაუნდის პირობებში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოღწეული შეთანხმება და ის მემორანდუმი, რომელიც დაიდო „მოქალაქეებთან“- სხვა. მთელი რიგი მიმართულებით გაუარესებულია და ამაზე რა თქმა უნდა, შესაბამის პრეზენტაციას გავაკეთებთ. ამ ეტაპზე, ზოგადად შემიძლია გითხრათ, საუბარი არის ცესკო-ს დაკომპლექტების წესზე და შესაბამისი ადმინისტრაციების დაკომოლექტებაზე. შეთანხმება იყო, რომ ეს უნდა ყოფილიყო საუკეთესო 8 პარტიის წარმომადგენლობით. იქ საუბარია რაღაც მიუკერძოებელ დამოუკიდებელ კომისიაზე და სათათბირო ხმის უფლებით პარტიების წარმომადგენლობაზე, ისიც იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში შევალთ. ანუ, თუ პარლამენტში არ შევალთ, საარჩევნო ადმინისტრაციებს დააკომოპლექტებს „ქართული ოცნება“ და „მოქალაქეები“, სასაცილოა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.