პაატა მანჯგალაძე - ოპოზიციური პარტიები ვაპირებთ, პრეზიდენტს მივმართოთ, რიგგარეშე სესია მოიწვიოს, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, სასამართლოებზე, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე
პაატა მანჯგალაძე - ოპოზიციური პარტიები ვაპირებთ, პრეზიდენტს მივმართოთ, რიგგარეშე სესია მოიწვიოს, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, სასამართლოებზე, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ოპოზიცია აპირებს, პრეზიდენტს მიმართოს რიგგარეშე სხდომის მოწვევით.

როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, ოპოზიცია მზადაა, ამ საკითხისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

„ოპოზიციური პარტიები ვაპირებთ, პრეზიდენტს მივმართოთ, რათა რიგგარეშე სესია მოიწვიოს. დღის წესრიგის საკითხები უკვე განსაზღვრულია, შეგვიძლია ვიმსჯელოთ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, სასამართლოებზე, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე. ეს ვალდებულებად არის მოთხოვნილი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. მზად ვართ, ამ საკითხებზე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. 38 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო და ბევრად მეტი ხელმოწერა იქნება. თუ რიგგარეშე სესიის მოწვევაზე დაიბლოკება საკითხი უმრავლესობის მხრიდან და კვორუმს არ შექმნიან, ჩვენ მუშაობას მაინც გავაგრძელებთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად და ყველა შეთავაზებულ საკითხზე საკანონმდებლო პაკეტები გვექნება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.