პაატა მანჯგალაძე - ოპოზიციას მივმართავ, იმდენად არ გაგვიტაცოს მეორეხარისხოვან საკითხებზე კინკლაობამ, რომ მთავარი საკითხები - ევროპული ინტეგრაცია და „ქართული ოცნების“ ჩამოშორება დაგვავიწყდეს
პაატა მანჯგალაძე - ოპოზიციას მივმართავ, იმდენად არ გაგვიტაცოს მეორეხარისხოვან საკითხებზე კინკლაობამ, რომ მთავარი საკითხები - ევროპული ინტეგრაცია და „ქართული ოცნების“ ჩამოშორება დაგვავიწყდეს

ოპოზიციას მივმართავ, იმდენად არ გაგვიტაცოს ერთმანეთთან მეორეხარისხოვან საკითხებზე კინკლაობამ, რომ მთავარი საკითხი დაგვავიწყდეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარ საკითხებზე, რასაც ჰქვია ევროპული ინტეგრაცია და „ქართული ოცნების“ ჩამოშორება, კოორდინაცია უნდა ჰქონდეთ.

„ამ საკითხებში რაც უფრო მეტი თანამოაზრე გვეყოლება, მით მეტს დავათმობინებთ ხელისუფლებას. ოპოზიციას მივმართავ, იმდენად არ გაგვიტაცოს ერთმანეთთან მეორეხარისხოვან საკითხებზე კინკლაობამ, რომ მთავარი საკითხი დაგვავიწყდეს. გუშინ ერთად ვიყავით „დროა“, „გირჩი“ და ჩვენ. ზურა ჯაფარიძემ თქვა, ყველაფერი ისე მიდის, როგორც აქამდე იყო. სამეულთან არაფერი შეცვლილა. „გირჩი“ უნდა იყოს „გირჩი“, სხვა რამ ვერ იქნება. კონკურენცია კარგია, მაგრამ იმდენად არ უნდა გაგვიტაცოს, რომ „ქართული ოცნება“ დაგვავიწყდეს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.