პაატა მანჯგალაძე - ოპოზიცია ერთიანია იმ საკითხში, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლის დამატებითი საბაბი არ უნდა მივცეთ
პაატა მანჯგალაძე - ოპოზიცია ერთიანია იმ საკითხში, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლის დამატებითი საბაბი არ უნდა მივცეთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ოპოზიცია ერთიანია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებას არ უნდა მისცენ დამატებითი მიზეზი მოლაპარაკების ჩასაშლელად.

მანჯგალაძის თქმით, მათთვის მთავარი საკითხია შედეგი, კრიზისის განმუხტვა, რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გამოშვება, და სხვა პირობას არ დააყენებენ.

„იმ ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, ნორმალურ ქვეყანაში არა მარტო მოლაპარაკების პროცესიდან, არამედ საერთოდ პრემიერ-მინისტრობიდან გადააყენებდნენ პრემიერ-მინისტრს, მაგრამ ვითარებაში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ჩვენი პოზიციაა, ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ დამატებითი მიზეზი მოლაპარაკების ჩაშლისთვის, რადგან მთავარია შედეგი, ჩვენი საზოგადოება ჩვენგან ელოდება შედეგს.

პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საშუალება არის ვადამდელი არჩევნები. ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ დამატებითი მიზეზი მოლაპარაკების ჩაშლისთვის, ამ საკითხში ყველა პარტია ერთიანია. სასურველია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არა მარტო მოლაპარაკების პროცესში, არამედ საერთოდ არ იყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ იმ რელობაში, რომელშიც ვცხოვრობთ, აუცილებელია კრიზისიდან გამოსვლის გზის პოვნა. საკითხში, რომ ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ მოლაპარაკების ჩაშლის დამატებითი საბაბი და საფუძველი, ოპოზიცია ერთიანია. ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, მთავარი საკითხია შედეგი, კრიზისის განმუხტვა, რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გამოშვება, სხვა პირობას არ დავაყენებთ. პლებისციტის თემა არა, ჩვენთვის მთავარია რიგგარეშე არჩევნების თემა, როცა მოვა ხელისუფლება და დავიწყებთ რიგგარეშე არჩევნების საკითხის განხილვას, თუ როდის ჩატარდება და რა პირობებში. ამაზე მოლაპარაკება შეიძლება, ესაა „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.