პაატა მანჯგალაძე - ოლიგარქია არის სისტემური პრობლემა ქვეყანაში, ნებისმიერ კანონს ექნება აღსრულების პრობლემა ოლიგარქიის პირობებში
პაატა მანჯგალაძე - ოლიგარქია არის სისტემური პრობლემა ქვეყანაში, ნებისმიერ კანონს ექნება აღსრულების პრობლემა ოლიგარქიის პირობებში

ჩვენ წარვადგენთ ერთი მხრივ, კანდიდატის სტატუსის მისაღებად მინიმალურ მოთხოვნებს, საბაზისო რაც არის და მეორე მხრივ, აქვე წარვადგენთ ცოტა გრძელვადიანი მუშაობისთვის იმ ფუნდამენტურ ცვლილებებს, რომელიც მოვამზადეთ, მათ შორის ოლიგარქიასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნებისმიერ კანონს ექნება აღსრულების პრობლემა ოლიგარქიის პირობებში“.

„ყველა საკითხთან დაკავშირებით მოვამზადეთ ძირეული და ფუნდამენტური ცვლილებები, მათ შორის ოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. სისტემურად ვიმუშავეთ მსოფლიო პრაქტიკის სხვადასხვა ანალოგიების გამოცდილებით, რადგან პირდაპირი ანალოგია არ არსებობს, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ცალკეული ჯგუფების თხოვნაა, რომ ჩვენ ყველა საკითხთან დაკავშირებით სიღრმისეული და ფუნდამენტური რეფორმების პროექტები კი არ წარვადგინოთ, არამედ არის პოზიცია, რომ კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო მინიმალური მოთხოვნები რაც არის, ამაზე წარვადგინოთ. ჩვენ წარვადგენთ ერთი მხრივ, კანდიდატის სტატუსის მისაღებად მინიმალურ მოთხოვნებს, საბაზისო რაც არის და მეორე მხრივ, აქვე წარვადგენთ ცოტა გრძელვადიანი მუშაობისთვის იმ ფუნდამენტურ ცვლილებებს, რომელიც მოვამზადეთ, მათ შორის ოლიგარქიასთან დაკავშირებით.​ ოლიგარქია არის სისტემური პრობლემა ქვეყანაში, ნებისმიერ კანონს ექნება აღსრულების პრობლემა ოლიგარქიის პირობებში. ამიტომ, ჩვენ შეიძლება ხვალ არ დავარეგისტრიროთ, მაგრამ დავარეგისტრირებთ რამდენიმე კვირაში. ოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით მთავარ პირობად კანონპროექტის დარეგისტრება არ უნდა იქცეს. ახლა არ დავარეგისტრირებთ, რადგან ეს სისტემური საკითხია. შესაბამისად, მას კიდევ მუშაობა სჭირდება. „ქართულ ოცნებასაც“ არ აქვს ამაზე კანონი და ჩვენ რატომ გვთხოვთ. ამ საკითხზე ვმუშაობთ და როგორც კი კონკრეტულ გადაწყვეტილ შეთანხმებას ვიპოვით, აუცილებლად დავარეგისტრირებთ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.