პაატა მანჯგალაძე - ნუ დაველოდებით ლიდერის გამოჩენას, ჩვენვე უნდა გავხდეთ ცვლილების ლიდერი
პასიური კოორდინაცია არაფერს შეცვლის, მხოლოდ საერთო მოქმედება მოიტანს ცვლილებას და გამარჯვებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს.
„ნუ დაველოდებით ლიდერის გამოჩენას – ჩვენვე უნდა გავხდეთ ცვლილების ლიდერი! არ დაიჯერო, რომ რეჟიმი ურღვევია! მისი ძალა ჩვენს შიშზეა აგებული. ნუ გაჩუმდები, როცა სიმართლე იცი! დუმილი ბოროტებას აძლიერებს. ნუ დაელოდები სხვას! თავისუფლება თავისით არ მოვა, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ! დაბოლოს, არ იყო მონა და ლაჩარი!
ეს არის პასუხი რიტორიკულ კითხვაზე, გვეშველება რამე? კი, თუ ამ წესებს ყველა დავიცავთ!“ – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
პაატა მანჯგალაძის განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.