პაატა მანჯგალაძე - ნამდვილად არ მინდა, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე იყოს ადამიანი, რომელიც იტყვის, მე ვარ და ჩემი ნაბადი, მხოლოდ „5“ ნომერი მაინტერესებს და მეტი არაფერი
პაატა მანჯგალაძე - ნამდვილად არ მინდა, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე იყოს ადამიანი, რომელიც იტყვის, მე ვარ და ჩემი ნაბადი, მხოლოდ „5“ ნომერი მაინტერესებს და მეტი არაფერი

ღირსეულებს შორის ღირსეული გაიმარჯვებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ისურვებდა ისეთი კანდიდატის გამარჯვებას, რომელიც გასცდება ვიწროპარტიულ ჩარჩოებს და იტყვის, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მთავარი ამოცანა ერთიანი ოპოზიციური ფრონტია.

„პარტიულ ინტერესებზე მაღლა თუ არ დავდგებით, დავკარგავთ ყველაზე მთავარს, საქართველოსა და მის თავისუფლებას. ეს პათეტიკა არაა. ნამდვილად ვიცი, „ქართული ოცნება“ საქართველოს უპირებს, რომ რუსეთ-ბელარუსის კავშირში შეიყვანოს. ნამდვილად არ მინდა, რომ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე იყოს ადამიანი, რომელიც იტყვის, მე ვარ და ჩემი ნაბადი და მარტო „5“ ნომერი მაინტერესებს, მეტი არაფერიო“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.