პაატა მანჯგალაძე - არ მგონია, რომ ნიკა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობას“ ემიჯნებოდეს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „გამარჯვების კოალიციის“ გარეშე ოპოზიციის გამარჯვება არ იქნება
პაატა მანჯგალაძე - არ მგონია, რომ ნიკა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობას“ ემიჯნებოდეს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „გამარჯვების კოალიციის“ გარეშე ოპოზიციის გამარჯვება არ იქნება

არ მგონია, რომ ნიკა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობას“ ემიჯნებოდეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „გამარჯვების კოალიციის“ გარეშე ოპოზიციის გამარჯვება არ იქნება.

„ნიკა გვარამიას გადასაწყვეტია, რას გააკეთებს. მე არ მგონია, რომ ნიკა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობას“ ემიჯნებოდეს. მე არ მგონია, რომ რაიმე ფორმით ამ წუთას ნიკა გვარამიას ამოცანა არის „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნა. „ნაციონალური მოძრაობის“ და „გამარჯვების კოალიციის“ გარეშე ოპოზიციის გამარჯვება არ იქნება. ჩვენი გეგმა არის, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს შევხვდეთ და ავუხსნათ, რომ ბიძინა მდიდრდება, თვითონ ღარიბდება. თუ ბიძინას გამდიდრება უნდა, კვლავ აირჩიოს ბიძინა ივანიშვილი, თუ უნდა, რომ საკუთარი ოჯახი იყოს დაპურებული და დამშვიდებული, აირჩიოს ოპოზიცია. აი, ეს არის გამოსავალი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.