პაატა მანჯგალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაპირისპირება და განხეთქილება ხელისუფლების ინტერესშია
პაატა მანჯგალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაპირისპირება და განხეთქილება ხელისუფლების ინტერესშია

ჩანაწერების ფონზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც უფრო გაღრმავდება პოლარიზება და დაპირისპირება, ეს შეიძლება, იყოს ხელისუფლების ინტერესში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, ჩანაწერების გამოქვეყნება ბრძოლის სწორი ფორმა არ არის.

„არ მგონია, „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე გუნდი ამას ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებდეს, უფრო ვფიქრობ, ეს ემსახურება დაძაბულობისა და დაპირისპირების გაზრდას ამ ჯგუფებს შორის. შეიძლება, ვინმე ცდილობდეს, ეს ვინმეს წინააღმდეგ გამოიყენოს, მაგრამ არ მგონია, „ნაცმოძრაობაში“ ერთმანეთს კომპრომანტებით ებრძოდნენ. მსგავსი ჩანაწერების ფონზე „ნაცმოძრაობაში“ რაც უფრო გაღრმავდება პოლარიზება და დაპირისპირება, ეს შეიძლება, იყოს ხელისუფლების ინტერესში. როგორც ამბობენ, ეს არის რამდენიმე ჩანაწერის სინთეზი და ვფიქრობ, დაპირისპირება და განხეთქილება „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ხელისუფლების ინტერესშია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერში ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.