პაატა მანჯგალაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოცდილი ხალხია და ერთმანეთისკენ გზას აუცილებლად იპოვიან 
პაატა მანჯგალაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოცდილი ხალხია და ერთმანეთისკენ გზას აუცილებლად იპოვიან 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოცდილი ხალხია და ერთმანეთისკენ გზას აუცილებლად იპოვიან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიაში ქაოსი კი არა, ჩვეულებრივი კონკურენციაა.

„ხელისუფლების ინტერესი მესმის, რომ ჭიქაში ქარიშხალი მოაწყოს, მაგრამ ეს არის ერთ პარტიაში მიმდინარე პროცესი. დარწმუნებული ვარ, საკითხები შიდა დემოკრატიით გადაწყდება. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ რაც უნდა ხდებოდეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ეს არ არის საკითხი, რაზეც მე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, შეფასება უნდა გავაკეთო და ვინმეს ჭკუა დავარიგო. „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოცდილი ხალხია და ერთმანეთისკენ გზას აუცილებლად იპოვიან. პარტიაში ქაოსი კი არაა, ჩვეულებრივი კონკურენციაა – კანდიდატები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ და თავიანთ სასარგებლოდ აკეთებენ განცხადებებს, ეს ბუნებრივი პროცესია. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ჩემი მხრიდან ამაზე კომენტარის გაკეთება უხერხული იქნება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.