პაატა მანჯგალაძე - მმართველი გუნდი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევასთან დაკავშირებით უპასუხისმგებლოდ იქცევა
პაატა მანჯგალაძე - მმართველი გუნდი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევასთან დაკავშირებით უპასუხისმგებლოდ იქცევა

მმართველი გუნდი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევასთან დაკავშირებით უპასუხისმგებლოდ იქცევა, რადგან მათ ისეთი კანდიდატი არ შემოგვთავაზეს, რომლებიც შეთანხმებული იქნებოდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კანდიდატები მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ.

„19 აპრილის შეთანხმებაში სწორედ ის იყო გათვალისწინებული, რომ მმართველ პარტიას არ შესძლებოდა ერთპარტიულად ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა, მაგრამ „ქართული ოცნება“ რისი „ქართული ოცნებაა“ ის თუ არ გააკეთა, რაც ყველაზე ცუდი ვერსიაა. ცესკო-ში მუშაობა სტიგმა არ არის, მაგრამ ეს ადამიანები მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. კანდიდატი უნდა ყოფილიყო პრინციპული, ობიექტური და კეთილსინდისიერი.

ყველა მათგანთან მიმართებაში გვაქვს დასაბუთებული კითხვები, ისინი ოპოზიციის ნდობას არ ითვალისიწინებენ. გიორგი კალანდარიშვილს ვიცნობ, რომელიც ცესკო-ს წარმოადგენდა უწყებათშორის საბჭოზე და ყველა დარღვევაზე, რომელზეც მივუთითებდით, თეა წულუკიანზე მეტად იცავდა „ქართული ოცნების“ ინტერესებს, ამის გამო მის მიმართ ნდობა არ მაქვს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.