პაატა მანჯგალაძე - მედვედევმა გამოააშკარავა, რატომ არ უშვებენ სალომე ზურაბიშვილს ევროპაში
პაატა მანჯგალაძე - მედვედევმა გამოააშკარავა, რატომ არ უშვებენ სალომე ზურაბიშვილს ევროპაში

„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტ მდინარაძეს ჰკითხეთ, რატომ არ არის საჭირო სალომე ზურაბიშვილის ევროპაში წასვლა და რატომ ეთქვა უარი, – ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ კითხვას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტებზე მთავრობის მხრიდან უარის თქმას უკავშირდებოდა.

პაატა მანჯგალაძის თქმით, „მედვედევმა გამოააშკარავა, სალომე ზურაბიშვილს რატომ არ უშვებენ ევროპაში“.

„ყველაფერს ფარდა ახადა მედვედევის განცხადებამ, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართულად ვერ საუბრობს და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გამოდის. თურმე მედვედევი საქართველოზე წუხს. ეს მედვედევს რომ არ ეთქვა, გამოვიდოდა, ვითომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა სალომე ზურაბიშვილის არგაშვება. რუსეთი ასეთია, თან გითანხმდება და თან პირობებს გიყენებს, ლოთმა მედვედევმა გამოააშკარავა, სალომე ზურაბიშვილს რატომ არ უშვებენ ევროპაში. „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტ მდინარაძეს ჰკითხეთ, რატომ არ არის საჭირო სალომე ზურაბიშვილის ევროპაში წასვლა და რატომ ეთქვა უარი. რეკომენდაციები შესრულებულია და ზედმეტი თავის ტკივილი არ გვინდა, თუ მედვედევმა დაგვიბარა და ამის გამო არ უშვებენ? ხელისუფლება რუსულ გზავნილებს ერთი ერთში იმეორებს. ნახეთ, მთავრობის განცხადებას რამდენი ჰა-ჰა აქვს. სამწუხაროდ, სასაცილოდ არ გვაქვს საქმე, ღალატია ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილისთვის სამუშაო ვიზიტებზე უარის თქმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილს გერმანიაში ვიზიტზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი. ასევე, განცხადებაში საუბარია სხვა სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებითაც, რომლებზეც პრეზიდენტს უარი ეთქვა.