პაატა მანჯგალაძე - შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის კი არ ემზადება, საქართველოს ამზადებს რუსეთ-ბელარუსის კავშირისთვის
პაატა მანჯგალაძე - შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის კი არ ემზადება, საქართველოს ამზადებს რუსეთ-ბელარუსის კავშირისთვის

ირაკლი კობახიძე ანტიდასავლურ მავნებლურ პათოსს აგრძელებს, რათა თავისი ღალატი გაამართლოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს: „„სიენენის“ ჟურნალისტმა ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვა ყალბ ინფორმაციაზე დაფუძნებული კითხვა. კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული“.

პაატა მანჯგალაძის თქმით, შთაბეჭდილება რჩება, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის კი არ ემზადებიან, არამედ საქართველოს ამზადებენ რუსეთ-ბელარუსის კავშირში გასაწევრიანებლად.

„კობახიძე „სიენენს“ მოიაზრებს გლობალური ომის ძალის შემადგენელ ნაწილად. თურმე „სიენენი“, დასავლეთი და დავოსში შეკრებილი ლიდერები არიან გლობალური ომის ძალები, რომლებსაც საქართველოსთვის ცუდი უნდათ და ლავროვი, გავრილოვი ყოფილან კეთილისმყოფელები.

კობახიძემ გავრილოვთან პოლიტიკური ფლირტის გამო ერთხელ ლამის დაასრულა პოლიტიკური კარიერა და თუ ასე გააგრძელებს, მალე მოუწევს დასრულება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის კი არ ემზადებიან, საქართველოს ამზადებენ რუსეთ-ბელარუსის კავშირში გასაწევრიანებლად. რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, კობახიძეს „გამორჩა“ და შეგნებულად იტყუება, გამოაქვეყნოს სტატისტიკა, რამდენი პროცენტით არის გაზრდილი ტრანზიტული ტვირთების რაოდენობა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.