პაატა მანჯგალაძე - ხალხთან მუდმივი კომუნიკაცია გვჭირდება, რომ დავარწმუნოთ, მოსყიდვისა და შიშის მიუხედავად თავისუფალი არჩევანი გააკეთონ
პაატა მანჯგალაძე - ხალხთან მუდმივი კომუნიკაცია გვჭირდება, რომ დავარწმუნოთ, მოსყიდვისა და შიშის მიუხედავად თავისუფალი არჩევანი გააკეთონ

თვითმმართველობების დონეზე ოპოზიციის გამარჯვება ნამდვილად არ ნიშნავს რევოლუციურ შტაბებს და ქვეყანაში არეულობას, პირიქით, ევროპული კულტურა არის ის, რომ შესაძლებელია, ხელისუფლებაში ერთი პარტია იყოს, პრეზიდენტი მეორე პარტიის წარმომადგენელი და ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნები სხვა პარტიამ მოიგოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის უფრო მეტი დემოკრატია და თავისუფლების ხარისხი.

„როცა ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოება შეაშინოს, იყენებს ცნობილ მეთოდს – შიში აქრობს თავისუფლებას. ამ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა უნდა დასრულდეს. მეორე ტურში ოპოზიცია თვითიმედოვნებას არ უნდა მიეცეს, რადგან „ქართულ ოცნებას” აქვს როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი, ამიტომ, ხალხთან მუდმივი კომუნიკაცია გვჭირდება, რომ დავარწმუნოთ, მოსყიდვისა და შიშის მიუხედავად თავისუფალი არჩევანი გააკეთონ. გამარჯვება დროზე ადრე არ უნდა ვიზეიმოთ, რადგან „ქართულ ოცნებას” ჯერ კიდევ სამწუხაროდ გააჩნია ადმინისტრაციული რესურსი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

დატოვე კომენტარი