პაატა მანჯგალაძე - წინააღმდეგი ვართ, მოხდეს ყველას და ყველაფრის ამნისტირება, ქრისტეც კი არ უშვებს, რომ ადამიანი თუ არ აღიარებს, მიტევებული იყოს
პაატა მანჯგალაძე - წინააღმდეგი ვართ, მოხდეს ყველას და ყველაფრის ამნისტირება, ქრისტეც კი არ უშვებს, რომ ადამიანი თუ არ აღიარებს, მიტევებული იყოს

ხელისუფლება თუ აპირებს, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ამ ვერსიის მიღებას, ეს არ იქნება კონსენსუსი, ურთიერთობას უფრო დაძაბავს და გაუცხოება უფრო მეტი იქნება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ყველას ამნისტირება დაუშვებელია.

„კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, რომ ამნისტირება მოხდეს ყველას და ყველაფრის. ქრისტეც კი არ უშვებს, რომ თუ ადამიანი არ აღიარებს, დავიწყებული და მიტევებული იყოს. „ქართული ოცნება“ ამის გაკეთებას როგორ აპირებს, წარმოდგენა არ მაქვს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.