პაატა მანჯგალაძე - ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ კიტოვანის შემდეგ საქართველოს ასეთი ანტიქართული ხელისუფლება არ ჰყოლია, ვინმე თუ არის აგენტი და წარმოადგენს უცხო ქვეყნის ინტერესს, ეს „ქართული ოცნებაა“
პაატა მანჯგალაძე - ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ კიტოვანის შემდეგ საქართველოს ასეთი ანტიქართული ხელისუფლება არ ჰყოლია, ვინმე თუ არის აგენტი და წარმოადგენს უცხო ქვეყნის ინტერესს, ეს „ქართული ოცნებაა“

ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ კიტოვანის შემდეგ საქართველოს ასეთი ანტიქართული ხელისუფლება არ ჰყოლია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ქვეყანაში თუ ვინმე არის აგენტი და წარმოადგენს უცხო ქვეყნის ინტერესს, ეს „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები არიან.

მისივე თქმით, კანონპროექტი რუსული კანონის ასლია და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები რუსულ რიტორიკას იყენებენ.

„საქართველოს არ ჰყოლია ისეთი ანტიქართული ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ კიტოვანის შემდეგ. „ქართული ოცნება“ არის ანტიქართული, ანტიევროპული, ანტიეროვნული ძალა. ამას ყოველდღიურად ადასტურებს და ერთ-ერთი გამოვლინება არის ამ არადემოკრატიული, ვითომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების სტიგმატიზაციას. მათ უნდათ, ყველა ის ადამიანი, რომლებიც დაკავშირებული არიან დასავლურ ღირებულებასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან, კანონის, სამართლის უზენაესობასთან, გამოაცხადონ უცხოეთის აგენტებად.

კარგია, გამჭირვალობის შესახებ კანონის მიღება თუ უნდათ. აუცილებელი არ არის, ვინმესთვის იარლიყის მიკერება, რომ ის არის აგენტი. ამ ქვეყანაში თუ ვინმე არის აგენტი და წარმოადგენს უცხო ქვეყნის ინტერესს, არის „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები. ესენი რომ მართლები იყვნენ, ვთავაზობთ დებატებს მათსავე არხებზე ამ საკითხზე და ნახავთ, რომ აკოპირებენ რუსულ კანონს, ხალხმა უნდა იცოდეს, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული სად იხარჯება. ამ ორგანიზაციებს აქვთ ძალიან მაღალი შიდა კონტროლი და რომც მოინდომონ, ვერავინ მოიპარავს ამერიკელი გადამხდელის ფულს. ამიტომ ეს რიტორიკა არის რუსული“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ უკვე დაადგა ღალატის ღია გზას და ამას არც ერიდებიან.

„მატყუარა „ქართული ოცნების“ მიმართ იქნებოდა ყველაზე ნაკლებ დამაზიანებელი ეპითეტი, „ქართული ოცნება“ არის ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ძალა, პირდაპირ განასახირებენ რუსულ ინტერესს, რაც მტკიცდება ყოველდღე.

რაც შეეხება ვეტოს, მათ ქვეყანაზე არ დარჩათ მოკავშირე, მხოლოდ ერთმანეთი. ხომ ვხედავთ, ბაიდენი ჩადის კიევში და არის უძლიერესი მხარდაჭერა, საქართველოში სენატორები ჩამოდიან და ამ დროს „ქართული ოცნება“ ელოდება რუსეთიდან ფრენების აღდგენას. ესენი ამისთვის იბრძვიან, რომ ბიზნესი, ფული გააკეთონ საქართველოს ინტერესის ხარჯზე და უკრაინელი ბავშვების სისხლის ფასად“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.