პაატა მანჯგალაძე - იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით, კონსენსუსისა და შეთანხმების მცდელობის ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ ფარული შეთანხმების გზა აირჩია
პაატა მანჯგალაძე - იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით, კონსენსუსისა და შეთანხმების მცდელობის ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ ფარული შეთანხმების გზა აირჩია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით, კონსენსუსისა და შეთანხმების მცდელობის ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ ფარული შეთანხმების გზა აირჩია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, კანდიდატები, ვისთვისაც ოპოზიციას შეიძლება, ხმა მიეცა იყვნენ, სულხან სალაძე, ლიკა საჯაია, კახა წიქარიშვილი და როინ მიგრიაული.

„მართალია, ამ დეპუტატებმა ბოლოს თქვეს, რომ ეს შეცდომა დაუშვეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ შეცდომას საბჭოს ორი წევრის არჩევის დროს აღარ დაუშვებენ. „ქართული ოცნების“ კანდიდატების გაყვანა კლანის გაძლიერებას, მის ჩაბეტონებას და კლანისთვის იმ გზავნილის გაგზავნას ნიშნავდა – ნუ გეშინიათ, აშშ, ევროპა, ოპოზიცია, ხალხი ვერაფერს დაგაკლებთ, მხარდამჭერებს ოპოზიციაშიც ვიპოვით და თქვენ მიმართ მოცემულ პირობებს შევასრულებთ. ეს დეპუტატები „ქართულ ოცნებას“ ამაში მიეხმარნენ. კანდიდატები, ვისთვისაც ოპოზიციას შეიძლება ხმა მიეცა, იყვნენ სულხან სალაძე, ლიკა საჯაია, კახა წიქარიშვილი და როინ მიგრიაული“, – განაცხადა მანჯგალაძემ.