პაატა მანჯგალაძე - ირაკლი ღარიბაშვილისგან რაც მოვისმინეთ, არის სიცრუის ტირაჟირება
პაატა მანჯგალაძე - ირაკლი ღარიბაშვილისგან რაც მოვისმინეთ, არის სიცრუის ტირაჟირება

რა ფორმით აპირებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, – ასე მიმართა მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით უსმენენ.

„ირაკლი ღარიბაშვილისგან რაც მოვისმინეთ, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არის სიცრუის ტირაჟირება და ისინი ამისთვის იყენებენ რუსულ საინფორმაციო დივერსიულ ხერხებს, საკუთარ მოსახლეობასთან ჰიბრიდულ ბრძოლაში იმყოფებიან. ირაკლი ღარიბაშვილს ჩვენ მოვთხოვეთ, უნდა იცოდეთ გამიჯვნა ე.წ. გამოყოფილ დეპუტატებზე. წაგიკითხავთ რაზე იყო საუბარი, რას ამბობენ გამოყოფილი დეპუტატები – „კანდიდატის თემა იყო ერთგვარი სათაგური, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს ძალით“. ახლა ავხსნათ, მე რომ მაბრალებდა პრემიერ-მინისტრი, თითქოს არ ვმუშაობ სამუშაო ფორმატში და ამის გამო არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს, შეიძლება, არ მოგვცენ თურმე კანდიდატის სტატუსი, სინამდვილეში დაადასტურეს და ადასტურებენ ყოველდღიური ქმედებებით, რომ ეს იყო მათი მხრიდან იძულებითი ნაბიჯი. დიახ, ძალით გააკეთეს განცხადება, ასიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და შეეშინდათ. შეიტანეს ეს განაცხადი. ბატონო ირაკლი, მე გთხოვდით გამიჯვნას სწორედ ამ განცხადებაზე. გაგრძელება აქვს ამ განცხადებას, რომ ეს განცხადება უნდა გაეკეთებინა სალომე ზურაბიშვილს და იძულებული ვიყავით, დავასწარითო და ანუ ძალით შეგატანინათ განცხადება კანდიდატის სტატუსზე? მაინტერესებს თქვენი პოზიცია. დღეს რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე განაცხადი აქვს შეტანილი, ეს ძალით გააკეთეთ, თუ თქვენი არჩევანი იყო?

ამასთან, პაატა მანჯგალაძე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ოპოზიციის უმეტესობა არც კი მონაწილეობს სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში.

„სამარცხვინო განცხადება გააკეთეთ, რომ საპროცედურო კომიტეტში, სამუშაო ფორმატში არ ვართ, თურმე ამის გამო არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს. ჯერ მოსულიყავით და ბოდიში მოგეხადათ, რომ თქვენი დამსახურების გამო არ აქვს დღეს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. დიდი შანსია, რომ თქვენ გამო ვერ მივიღოთ. ბატონო ირაკლი, ამ ისტორიულ შანსს როცა დაკარგავს ქვეყანა თქვენი დამსახურების გამო, რა ფორმით აპირებთ პასუხისმგებლობას? საქართველოს მოქალაქეებს მიმართეთ, უთხარით, თქვენ ხომ ამბიცია გაქვთ, რომ საქართველოს პატრიოტები ხართ. რა ფორმით აპირებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, თუ ქვეყანა ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

აქ პირობაზე და პატრიოტობაზე იყო საუბარი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები უკრაინასთან დაკავშირებით, რომ მე ჩემი საქმე მაქვს, უკრაინაში ვერ ჩავალ. რა ვერ მოიცალეთ ასეთი, რა დაკავებული ხართ? შვიდჯერ-რვაჯერ იყავით აზიაში, უკრაინაში რომ ჩასულიყავით, რა იქნებოდა? ფარისევლობაზე ლაპარაკობდით და უკრაინელ ბავშვებს შეხვდით რამდენჯერმე, პატივცემული თალაკვაძე აქ არის. უკრაინაში რომელიმე რომ ჩასულიყავით, რა იქნებოდა, მთავრობის წარმომადგენლებს ვგულისხმობ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.